პურის ცხობის მასტერკლასები, ძველი დროის ილუსტრაციები, მუსიკალური ნომრები და საბავშვო გასართობი პროგრამა – ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი იმართება. საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილია ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისგან გამომცხვარი პურები.
ფესტივალი წელს მეექვსედ ტარდება და ორ დღეს გასტანს, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მიზანი, ქართული პურის პოპულარიზაციაა.
თეონა მაჭარაშვილი დეტალებით.