პურის ფასი

პური ძვირდება. ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ პროდუქციის ფასი უკვე გაზარდა 10 თეთრით.

პურ-პროდუქტების მწარმოებლები ფასების მატებას მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და ხორბლის გაძვირებას უკავშირებენ.

გადაწყვეტილების მიზეზებს შორის სახელდება გაზის ტარიფი და ლარის კურსიც. ფასების მატებაზე საკუთარი ვერსია აქვს პრემიერს, რომელმაც შესაბამის უწყებებს პურის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა დაავალა.

კონკურენციის სააგენტო ბაზრის კვლევას იწყებს.