პურის ფასი

18:55, 21.07.2021

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა და პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელობამ პურის ფასის 10-თეთრიან ზრდაზე ისაუბრა. მათი თქმით, ფქვილზე ფასის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია სხვა ნედლეულის და დამხმარე მასალების ღირებულება, რამაც პურის ღირებულებაზე იქონია გავლენა.

ასოციაციებში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის და ფასის ზრდის თავიდან აცილებისთვის, საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივებისა და სტრატეგიების უფრო აქტიურად შემუშავება. ასოციაციების პროგნოზით, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მუშაობის შემთხვევაში, პურის ფასი სექტემბერ-ოქტომბრამდე აღარ გაიზრდება.

მსგავსი