„პური და ყვავილები“ - საპროტესტო აქცია აგარის შაქრის ქარხანასთან

პური და ყვავილები – ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია აგარის შაქრის ქარხანასთან.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა საწარმოში დასაქმებულ ქალებს სიმბოლურად 8 მარტი მიულოცეს. აქციის მონაწილეები ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საწარმო ოქტომბრის შემდეგ გაჩერებულია, მიზეზად კი, იმპორტირებულ პროდუქციასთან არაკონკურენტული მდგომარეობა სახელდება.

ადგილობრივების თქმით, 481 დასაქმებული უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი დახმარებას ხელისუფლება სთხოვენ.

კიდევ ერთი აქცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით ხვალ გაიმართება, რის შედეგადაც, ორგანიზატორების თქმით, პროტესტი უკვე დედაქალაქში გადმოინაცვლებს.