პროვოკაცია სოფელ ორჭოსანთან

 საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედებები შეინიშნება სოფელ ორჭოსანთან. ე.წ ბაზის მიმდებარედ რამდენიმე მანათობელი მაშხალა გაისროლეს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მომხდარს მიუნხენიდან გამოეხმაურა დავით ზალკალიანი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა. საკითხს განიხილავენ ჟენევის ფორმატშიც.

შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, სასიგნალო მაშხალა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაისროლეს. მომხდარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც ჩანდა, რაც პოლიციის საპატრულო ჯგუფმა დააფიქსირა. გააქტიურებულია ცხელი ხაზი.