პროტესტის მეთერთმეტე დღე აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდი და აქციები მსოფლიოს დიდ ქალაქებში – რა განაჩენი დადგა პოლიციელთა მიმართ და როგორ აფასებს პრეზიდენტი ტრამპი შექმნილ ვითარებას

21:23, 05.06.2020

მასობრივი პროტესტის მე-11 დღე – აშშ-ში მიმდინარე მოვლენებმა „კოვიდ 19“ გადაფარა. იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მაჩვენებლები კიდევ უფრო საგანგაშო ხდება, არეულობა მაინც გრძელდება. პოლიციის ძალადობის მსხვერპლ ჯორჯ ფლოიდის საქმეზე აგორებული მასობრივი საპროტესტო ტალღა სულ უფრო მეტ ქვეყანას ედება. აქციები შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. ოთხი სამართალდამცავის დაკავების მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტის დასრულებას არ აპირებენ. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა დემონსტრანტების მთავარი გზავნილია.

მსგავსი