პროტესტის მეორე დღე ბათუმის პორტში

ბათუმის პორტის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. ათეულობით ადამიანი უარს ამბობს სამუშაოზე. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პორტი პარალიზებულია. გაფიცულთა მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს პორტის დირექტორი. რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციულ შენობაში შიმშილობს. მათ ღამე შესასვლელში გაათენეს. პორტის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ და მათ მოსალოდნელი რეორგანიზაცია გააპროტესტეს. პორტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.