პროტესტის მეათე დღე – ნათია ქენქაძის პირდაპირი ჩართვა აქციიდან #მოამბე

21:10, 07.12.2024

პროტესტის მეათე დღე. რუსთაველის გამზირი ისევ მოვლენების ეპიცენტრია. პარლამენტის შენობასთან უცვლელი მოთხოვნებით აქცია 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მსვლელობით, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მივიდა. „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ – ამ სლოგანით მსვლელობაში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

დაკავებულების გათავისუფლების პარალელურად, მიმდინარე საპროტესტო ტალღის მთავარ მოთხოვნად, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნები რჩება.

მსგავსი