პროტესტის მე-11 დღე ბათუმში

პროტესტის მე-11 დღე აქციით დასრულდა ბათუმშიც, აჭარის მთავრობის სახლთან. დღის განმავლობაში მსვლელობები და შეკრებები კი სხვადასხვა ადგილზე იმართება. აქციაზე ყველაზე მეტად სტუდენტები აქტიურობენ, მათთან ერთად არიან სხვადასხვა სფეროს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მთავარ მოთხოვნებს, რაც ახალ არჩევნებს და ქვეყნის ევროპული კურსის დაბრუნებას გულისხმობს, დაემატა მოთხოვნა ძალადობის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებასთან დაკავშირებით.