პროტესტი უმაღლესი განათლების რეფორმის წინააღმდეგ – შეფასებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტების განაწილების საკითხი და ამასთან დაკავშირებით დაწყებული პროტესტი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ განათლებას რეფორმა ნამდვილად სჭირდება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად უყურებენ. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემების რეალურ მოგვარებას არ ემსახურება.
მმართველი გუნდის შეფასებით, საჭიროა დისკუსია და არგუმენტების გაზიარება, რაც მათივე განმარტებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ვერ დაინახეს.