პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში

თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება – სტუდენტების ნაწილი დღეს ლექტორებსაც შეხვდა. ისინი მე-13 დღეა, იმყოფებიან შენობაში. მათ გუშინ ღამით შეუერთდნენ სხვა სტუდენტებიც. შეკრებილები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. სტუდენტებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი არჩევნების ჩატარება, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის მიერ თანამდებობის დატოვება.