პროტესტი საპრემიერო ჩვენებაზე - პოლიტიკოსების შეფასება

პოლიტიკოსები დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ ფილმის პრემიერის თანმდევი აქციების ფონზე შექმნილ ვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა თუ ვინმე შეეცდება, რომ კანონი დაარღვიოს, მას პასუხს სახელმწიფო გასცემს. პოლიტიკოსებმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს რთულ ვითარებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.