პროტესტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

18:33, 30.12.2024

საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან იკრიბებიან, რის შემდეგაც მანიფესტაციით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. მოთხოვნები სხვა აქციების მსგავსად უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მსვლელობისას დაკავებული მოქალაქეები. ამასთან ერთად, მანიფესტაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი