პროტესტი საფრანგეთში

პროტესტმა გაჭრა – საფრანგეთის მთავრობა დათმობაზე წავიდა.

თითქმის სამკვირიანი აქციების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ საწვავზე ფასები 2019 წლამდე აღარ გაიზრდება. ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას არაადექვატურად მიიჩნევს და გეგმის გაუქმებისკენ მოუწოდებს. საწვავის ფასების გაზრდის წინააღმდეგ დაწყებული აქციების დროს დემონსტრანტებმა ნავთობის კონცერნ „ტოტალის“ საწვავის 11 საცავზე წვდომა დაბლოკეს. შეტაკებების გამო მიყენებული ზარალი უკვე რამდენიმე მილიონი ევროა. მთავრობის დათმობის მიუხედავად, ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობა, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავს, საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ გეგმავს.