პროტესტი პრეზიდენტის სასახლესთან

პროტესტი პრეზიდენტის სასახლესთან. ორი აქცია იმართება ერთმანეთის პარალელურად. უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე, საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნის წერილით მიმართავს.

კობაიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებს, რომლითაც პრეზიდენტმა შეწყალებაზე დროებითი მორატორიუმის განკარგულება გასცა. ცოტა ხნის წინ, ადგილზე ალეკო ელისაშვილიც მივიდა, რომელმაც პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გააპროტესტა.