პროტესტი ოზურგეთში

ოზურგეთში საპროტესტო აქცია გრძელდება.

ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები 21-ე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. შეკრებილები ადმინისტრაციის მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.