პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ  

რიონის ხეობის დამცველების პროტესტი განახლდა გუმათის დასახლებასთან. დედაქალაქიდან დაბრუნებულ აქტივისტებს ადგილზე რკინის საპოლიციო ჯებირები და სამართალდამცავების გაზრდილი რაოდენობა დახვდა. ამ წუთისთვის ადგილზე სიმშვიდეა. რიონის ხეობის დამცველები დღეს რკინის ჯებირის დაზიანებაზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურებიან. ფაქტს ისინი ზეწოლის მცდელობად აფასებენ და კანონის დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი განცხადებით, პოლიცია ხმაურმა შეაწუხა.

თეა აბსარიძე გუმათიდან თემის დეტალებით.