პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ  

საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს პროტესტის 210-ე დღით დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე შეხვდნენ რიონის ხეობის დამცველები. ამით „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღდეგ თბილისში გამართული აქცია სრულდება. რიონის ხეობის მცველები გუმათის დასახლებასთან გეგმავენ დაბრუნებას, სადაც რკინის საპოლიციო ბარიკადები ხანმოკლე პაუზის შემდეგ ისევ აღმართეს.

გენო ოსიყმაშვილი აშუქებს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას.