პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ 

„ნამახვანჰესის“ პროექტი გააპროტესტეს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა თელავში. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის მცველებს და აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები სამართლიანია. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გადაცემას და ეკოლოგიური კატასტროფის გამომწვევი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას არ დაუშვებენ.