პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კვლავ გუმათის დასახლებაში იმყოფებიან. ისინი სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა იქ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. გუმათში რჩებიან სამართალდამცავებიც, რომლებსაც სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გზა რკინის კონსტრუქციით აქვთ გადაკეტილი. სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა.

ირმა ჭოლაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გუმათიდან.