პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

რკინის ჯებირებით ისევ ჩაკეტილია სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა.

პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს ჰესის მოწინააღმდეგეებმაც, რომლებიც საპროტესტო აქციის გასაგრძელებლად ნამოხვანში შესვლას ითხოვენ და სამართალდამცავებს პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. პოლიციის მიერ სოფლის ჩაკეტვის მიზეზად დასახელებული რიონის ადიდების საფრთხე არადამაჯერებელია უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვისაც. სამართალდამცავებს ნამოხვანის გზის გახსნისკენ მოუწოდეს სახალხო დამცველმა და საია-მ. თავის მხრივ, ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს საგნობრივ დისკუსიას სთავაზობს ინვესტორი კომპანია „ენკა“, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად ბრალდებების და მწვავე კრიტიკის მთავარი სამიზნეა.