პროტესტი კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ ბრიუსელსა და ლონდონში

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა ლონდონში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტების ის ნაწილი, რომელიც დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას აპროტესტებს, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს, ვესტფილდის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა. საპროტესტო აქციის გამო, მაღაზიების ნაწილი დაიხურა. პოლიციამ აქციის მონაწილეები სავაჭრო ცენტრიდან მალევე გააძევა, რის შემდეგაც დემონსტრაცია ლონდონის ერთ-ერთ პარკში გაგრძელდა. მომიტინგეები ასევე შეკრებილები იყვნენ ლონდონის პარლამენტის მოედანზე. ისინი კოვიდრეგულაციებსა და ვაქცინაციის პასპორტების შემოღებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბრიუსელის ცენტრალურ პარკშიც. ბელგიის პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აეროზოლი გამოიყენა. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს ევროკომისიის შენობისკენ.

მოამბე