პროტესტი ირანში - დღე 14

საპროტესტო აქციების მე-14 დღე ირანში – დემონსტრაციებმა 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. თითქმის სამი დღეა დაბლოკილია ინტერნეტი და საერთაშორისო ზარები. მედიის ინფორმაციით, მიმდინარე აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 466- მდე გაიზარდა. მათ შორის 38 – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. გამოსვლებისას 2600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„ირანი თავისუფლებას შესაძლოა ისე ეძებს, როგორც არასდროს და ამერიკა მზადაა დასახმარებლად“ – განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა სამსახურებმა შესაძლო ოპერაციების ვარიანტები წარუდგინეს. ირანში კი ირწმუნებიან, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება. საპროტესტო დემონსტრაციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გამოვიდნენ, რომლებიც ირანული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. პროტესტის პარალელურად, დუმილის შემდეგ, დღეს პირველად ირანის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა ხალხს მოუსმინოს.

თიკა მიგინეიშვილის ჩართვა #მოამბე