ყოველდღიური პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ისინი პროტესტს სასტვენებითა და ტრანსპარანტებით გამოხატავენ. ჟღერდება მთავარი მოთხოვნები, რომლებიც უკვე თვეზე მეტია უცვლელია დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. საპროტესტო აქციას რუსთაველზე მსვლელობით უერთდებიან სხვადასხვა სფეროსა და საზოგადოების ჯგუფების წარმომადგენლები.