პროტესტი ჭიათურაში - „მოამბე რეგიონების“ კითხვებს რევაზ ნეფარიძე პასუხობს
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. უკვე 17 დღეა „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები და მათი მხარდამჭერები ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ. ამ მიზნით, ისინი ხვალ ჭიათურის მერიის პიკეტირებას აპირებენ. ამბობენ, რომ პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ექნება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ დაფაროს სამი თვის დავალიანება, მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს და საწარმოო პროცესი აღდგეს. საწარმოს მმართველი კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ ქომფანი“ კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მიზეზად 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, კომპანიამ ფინანსური პრობლემები და წამგებიანი წარმოება დაასახელა. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, შემოსავლის გარეშე ჭიათურაში 3 500 ადამიანი დარჩა.
„მოამბე რეგიონების“ კითხვებს აქციების ერთ-ერთი მონაწილე, მაღაროელი რევაზ ნეფარიძე პასუხობს.