პროტესტი ჭიათურაში 

პროტესტის 129-ე დღეს ჭიათურაში. ექვსი მაღაროელი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორი მომიტინგე მშრალ შიმშილზე იმყოფება, მათგან ტარიელ მიქაცაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ის უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა. ასევე, პროტესტის მონაწილეები „ფეისბუკ“ პოსტის მეშვეობით, საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი – პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, შეხვედრას სთხოვენ და განმარტავენ, რომ ჭიათურაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.