პროტესტი ბორჯომში

ბორჯომში პროტესტი უკვე მესამე დღეა გრძელდება.

სამუშაო პროცესი პარალიზებულია. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასების გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ დღეს ბორჯომის პირველი ქარხნიდან მეორე ქარხნამდე მსვლელობა მოაწყვეს. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა ისევ ვერ ხერხდება. როგორც გაფიცულები ამბობენ, ხელმძღვანელობა ითხოვს შეხვედრა პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე გაიმართოს, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ეს პოზიცია მათ დღეს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელთან შეხვედრაზეც დააფიქსირეს.