საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში

00:22, 25.12.2022

ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში საშობაო მსახურება ამ წუთებშიც გრძელდება. წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტეშობის ღამე ყველაზე ხალხმრავალი დღესასწაულია. ტაძარი საგანგებოდაა მორთული. ეკლესიის წევრები ამ დღისთვის მზადებას ერთი თვით ადრე იწყებენ. ყოველი კვირის დასაწყისში კი ახალ სანთელს ანთებენ, რომელსაც სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე, 1995 წლიდან მოქმედებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საშობაო წირვა დილამდე გაგრძელდება.

მსგავსი