„პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მმართველი გუნდი დღეს გამართავს.

„ქართული ოცნების“ შეთავაზება მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, თუმცა ოპოზიციის ნაწილი პრეზენტაციაზე დასწრებას არ აპირებს.