პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ხოლო სამ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება. საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილე დავით ტატიშვილზე, რომელსაც ახალი გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

რაც შეეხება ქონებას, პროკურატურის ინფორმაციით, 2009-2010 წლებში მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ გააყალბა დოკუმენტაცია და სამ ადგილობრივს ანაკლიაში მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვა, რომ მათთვის კომპენსაცია არ გადაუხდიათ.