პროკურატურის მიმართვა ნიკა მელიას

თუ ციხეში მყოფი ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილ გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, რომ სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

ეს განცხადება საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატების საჩივარი, სადაც მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდნენ. ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებაში პოლიტიკოსის უფლებადამცველები პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ. პასუხად სასამართლო საპროცესო კანონმდებლობას იშველიებს და განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვამდე მას მსგავსი საჩივრის განხილვის უფლება არ აქვს. პარალელურად, პროკურორს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა რეზონანსული საქმის გარშემო განმარტებების გაკეთება და იმის ხაზგასმა, რომ ნიკა მელიას პატიმრობა საგამოძიებო უწყების თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

დატოვე კომენტარი