პროკურატურის მიმართვა მელიას და ოპოზიციის პასუხი 

უარი პროკურატურას. ნიკა მელია საგამოძიებო უწყების შეთავაზებას არ თანხმდება და გირაოს გადახდას მაინც არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციას სრულად იზიარებს ოპოზიცია. „თავისუფლების ქირის და ხარკის მოთხოვნა“ – ასე აფასებს მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წინადადებას, რომლის მიხედვით ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილი გირაოს გადახდის შემთხვევაში საგამოძიებო უწყება მზადაა, სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. ოპოზიციონერი ლიდერები ამ შეთავაზებას სამართლებრივ კონტექსტშიც აბსურდულად მიიჩნევენ. ამ ფონზე სულ უფრო საეჭვო ხდება, გადაინაცვლებს თუ არა პროცესი მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ფაქტია, რომ მეოთხე რაუნდზე გაჩერებული დიალოგი ჩიხშია შესული. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები მოლაპარაკების დაწყებისკენ მოწოდებად რჩება.

ვის როგორ ესმის კომპრომისზე წასვლა და ვინ რის დასათმობად არის მზად კონსენსუსისთვის – ამ თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა გიორგი ვაშაძის დღევანდელი განცხადება.

დატოვე კომენტარი