„პროკურატურის ისტორიისთვის საქართველოში“ - წიგნის პრეზენტაცია მთავარ პროკურატურაში

მთავარ პროკურატურაში წიგნის „პროკურატურის ისტორიისთვის საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წიგნი სამტომეული იქნება.

პირველ ტომში ასახულია საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნის და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ისტორიის უძველესი ნაწილი, მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით.

ამჟამად მიმდინარეობს წიგნის მეორე ტომზე მუშაობა.