პროკურატურის განცხადება

მთავარი პროკურატურა მალხაზ კობაურის ადვოკატებს პასუხობს.

საგამოძიებო უწყება სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესების დამცველებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პროკურატურაში პირველ არხს განუცხადეს, რომ ბრალდებულის ყველა ადვოკატს მტკიცებულებები კანონით დადგენილ ვადებში გადაეცა, მათ შორის მტკიცებულებების გადაცემა შესთავაზეს  ვასილ მამულაშვილსა და ალექსანდრე კობაიძეს, თუმცა უწყების ინფორმაციით, მათ დოკუმენტების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.

19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართლეს და პროკურატურას საქმის მასალების დროულად გადაცემა მოსთხოვეს. მათი განცხადებით, ბრალდებული კვლავ არ აღიარებს სმიტების ოჯახის მკვლელობას და დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ საუბრობს. ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამ მიმართულებით პროკურატურა გამოძიებას არ აწარმოებს.