პროკურატურის განცხადება
პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ, პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. „სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ აქტივისტი სერგი ყანჩელი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს. აქტივისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ შესაბამისი პირების მიმართ საჩივარი უკვე შეიტანა, რათა მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს.