პროკურატურაში თარაშ მუკბანიანის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მეუღლე იმყოფება. მანამდე კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.