პროკურატურაში ირმა ნადირაშვილი გამოკითხეს

შეწყალების სკანდალი გრძელდება.

გენერალური პროკურატურა საკითხზე გამოძიებას აწარმოებს. პირველი, ვინც უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილია. როგორც ოპოზიციის წევრი აცხადებს, მისი წყარო პირდაპირ ასახელებს, რომ შეწყალებულთა სიაში კონკრეტული გვარების მოხვედრაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა იზრუნა და ის არ გამორიცხავს კორუფციულ ინტერესებსაც.

დიმიტრი გაბუნია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თავად არის დაინტრესებული არსებულ შეკითხვებს პასუხები გაეცეს. გაბუნია დღეს პარლამენტში მივიდა.