პროკურატურამ წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება რამდენიმე მოქალაქეს უკან დაუბრუნა

პროკურატურაში ახლადშექმნილმა დეპარტამენტმა წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება რამდენიმე მოქალაქეს უკან დაუბრუნა. მათ შორის ერთ-ერთს 2 ავტომობილი დაუბრუნდა, 2 მსჯავრდებულის მიმართ კი, პროკურატურის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოქალაქეს, დავით ტატიშვილს, ის 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების დროს დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ხელახალი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ის სასჯელს უკანონოდ იხდიდა და პროკურატურამ საქმის გადასინჯვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა.