პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკოდან“, შპს „პრო მედიადან“, შპს „მედია პორტიდან“; შპს „პროესკო მედიადან“ და შპს „ნიუ მედიადან“ სრული დაბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე“, – აცხადებენ  გენერალურ პროკურატურაში.