პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯაშუშობის საქმის სამ ფიგურანტს ბრალდება წარუდგინეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას აგროვებდნენ და გადასცემდნენ, მათ შორის იგულისხმება მონაცემები ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ჯაშუშობის საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.