პროკურატურამ იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტება გააკეთა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტება გააკეთა.

პროკურორ მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ქვეყანაში იულია სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. მისივე თქმით, სუსლიაკს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც მისი შვილები იმყოფებიან, თუმცა როგორც გოგორელიანმა აღნიშნა, სუსლიაკმა საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები და სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა. ამასთან, პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.