პროკურატურამ გია ბარამიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი დაკავებულია.
გიორგი ბარამიძეს პროკურატურის თანამშრომლებმა ხელ-ბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. თავდაცვის ყოფილს მინისტრს გამოძიება სამშობლოს ღალატს, კერძოდ საბოტაჟს ედავება. დაკავების საფუძველი ის სკანდალური განცხადება გახდა, რომლითაც ბარამიძემ აფხაზეთის ომის მონაწილე ქართველი მეომრები ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოგონილია და საქართველოს ეროვნული ინტერესების, თავდაცვისუნარიანობის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას ემსახურება.
გიორგი ბარამიძის დაკავება უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა – ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.