პროკურატურა პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებაზე გამოძიებას იწყებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა, პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებაზე გამოძიებას იწყებს. ჰქონდა თუ არა შეწყალების პროცესში ადგილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს? – ამ კითხვას პასუხი უკვე პროკურატურამ უნდა გასცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

არსებულ შეკითხვებზე პასუხებს ელოდებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. ოპოზიცია კი, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.