პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტი

თბილისში, ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 170 ათასი ლარის ოდენობის სესხი აიღო, პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 450 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიაში 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მენეჯმენტის განცხადებით, მომავალში მათი ზრდა იგეგმება. ქარხნის გახსნას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და სააგენტოს დირექტორი დაესწრნენ.