პროგრამები სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის
უცხოეთიდან დეპორტირებული და ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე მიმართვიანობა გაიზარდა.
10 წლის წინ ამოქმედებული პროექტი ემიგრანტების დასაქმების, პროფესიული გადამზადების, სოციალური საჭიროებებით უზრუნველყოფას და თავშესაფრებით დახმარებას ითვალისწინებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში პროგრამაში ჩართვის სურვილს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს. მიმართვიანობის ზრდას სხადასხვა ქვეყნის მიერ გამკაცრებულ საემიგრაციო პოლიტიკას უკავშირებენ. სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ექსპერტები ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის არა ერთჯერადი, არამედ კომპლექსური მიდგომების შემუშავებას სთხოვენ. განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე კეთდება.