აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა. საგანმანათლებლო პროგრამა – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას. გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500-ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1 000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება.