პროგრამა „დანერგე მომავალი“ - ახალი ეტაპი დაიწყო

ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მორიგი ეტაპი დაიწყო.

პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 31 მარტამდე იქნება შესაძლებელი. შემდეგ კი ფერმერები სარწყავი სისტემის მოწყობასა და ნერგების შეძენას სახელწიფოს ფინანსური დახმარებით შეძლებენ. თანადაფინანსების ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზი მიმდებარედ და მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებთათვის განსხვავებულია. უკვე ათი წელია რაც ფერმერები პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობენ. პროგრამის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. საკუთარი სამეურნეო საქმიანობა კი არაერთმა ფერმერმა განავითარა.