პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“

18:41, 26.10.2026

პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, დღეს გამწვანების ღონისძიებები ცხრა ქალაქში გაიმართა და ჯამში 4 000-ზე მეტი ნერგი დაირგო. პროგრამა, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, 22 ოქტომბერს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ჩემი პირველი ნერგის“ მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეტანა და ფოტოს ატვირთვა. პლატფორმის საშუალებით შეიქმნება, პროგრამის ფარგლებში, დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.

მსგავსი