პროფკავშირების წლიური ანგარიში

2018 წელს პროფკავშირების გაერთიანებამ დახმარება 99 400 ადამიანს გაუწია, მიღებულმა ფინანსურმა კომპენსაციებმა ჯამში 63, 2 მილიონი ლარი შეადგინა,- ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ანგარიშის წარდგენისას საუბარი შეეხო სიღარიბის დაძლევის საკითხსაც. პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექტირების თვალსაზრისით, მთავრობამ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა 2019 წლისთვის პროფკავშირები აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას, რომ შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების კუთხითაც იმუშაოს.

დატოვე კომენტარი