პროფკავშირების განცხადება

ალტერნატიული პროფესიული კავშირების გაერთიანება დაფუძნდა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა ძირითადი მიზანია, დაიწყონ საინფორმაციო კამპანია და დასაქმებულებს საკუთარი უფლებები გააცნონ. ახალ პროფესიულ გაერთიანებაში არიან დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლები.